გახმაურებულ მკვლელობათა სერია, დაკავებული ბოროტმოქმედი, საბოლოო განაჩენის მოლოდინი - ეს არის დოკუმენტური ფილმის თემა, რომელზეც ირაკლი მუშაობს. გადამღები ჯგუფი აქტიურად იკვლევს ფაქტებს, ხვდება ეჭვმიტანილთან დაკავშირებულ ადამიანებს და თვით დაკავებულს, რომელიც შინაგან საქმეთა სამმართველოს იზოლატორში იმყოფება. რაც უფრო შორს მიდის კვლევა, მით უფრო მძაფრად იკვეთება საზოგადოების როლი სამყაროში უსამართლობის დამკვიდრებასა და თავისუფალი სულის განადგურებაში.